აღწერა
Gideon Pharma-ს პროდუქტები დაცულია შემოწმების კოდით (check code). პროდუქტზე არსებული კოდის საშუალებით შეგიძლიათ მისი გადამოწმება ოფიციალურ ვებგვერდზე: gideonpharma.com
ყუთში მოყვება ბაქტერიოსტატიკური წყალი (BAC Water).
Glow პეპტიდური კომბინაცია (რომელიც ჩვეულებრივ შეიცავს GHK-Cu, TB-500 და BPC-157-ს) პოპულარული კურსია ქსოვილების აღდგენის, კოლაგენის სინთეზისა და ორგანიზმის საერთო აღდგენის მხარდასაჭერად. ეს კომბინაცია განსაკუთრებით გამოიყენება კანის განახლებისთვის („glow“ ეფექტი), სახსრების გაძლიერებისა და სხეულის აღდგენის პროცესის დასაჩქარებლად.
1 ფლაკონის შემადგენლობა:
- GHK-Cu — 50mg
- BPC-157 — 10mg
- TB-500 — 10mg
პეპტიდების მოქმედება და ეფექტები
GHK-Cu (სპილენძის პეპტიდი)
შესაძლოა კოლაგენის გამომუშავება 70%-მდე გაზარდოს. ხელს უწყობს კანის ელასტიკურობას, ამცირებს წვრილ ნაოჭებს და მხარს უჭერს თმის ფოლიკულებს. „Glow“ ეფექტის მთავარი წყაროა.
BPC-157
ცნობილია როგორც “Body Protection Compound”. ხელს უწყობს კუჭის, ნაწლავების, მყესებისა და იოგების დაზიანებების სწრაფ აღდგენას. ანთების შემცირებით აუმჯობესებს ლოკალურ შეხორცებას.
TB-500 (Thymosin Beta-4)
ხელს უწყობს უჯრედების მოძრაობასა და ახალი სისხლძარღვების ფორმირებას (ანგიოგენეზი). BPC-157-თან ერთად სინერგიულად მოქმედებს და აღდგენის ეფექტს მთელ ორგანიზმზე ავრცელებს.
დოზირება და გამოყენების ხანგრძლივობა
თანდართული წყლიდან 2 მლ BAC წყალი შეურიეთ. ყოველ საღამოს, ძილის წინ, ინსულინის შპრიცით აიღეთ ნიშნულამდე „10“ და შეიყვანეთ კანქვეშ.
როდესაც შპრიცში ნიშნულ „10“-მდე აიღებთ, მიიღებთ:
- 2.5mg GHK-Cu
- 500mcg TB-500
- 500mcg BPC-157
მომზადება და გამოყენება
პეპტიდები არის ფხვნილის (ლიოფილიზებული) ფორმით და საჭიროა ბაქტერიოსტატიკურ წყალთან შერევა. წყალი მოყვება ყუთში.
შერევა
წყალი ფლაკონის კედელზე ნელა ჩაუშვით. არ ააქაფოთ და არ შეანჯღრიოთ. დაელოდეთ, რომ თვითონ გაიხსნას.
შენახვა
შერევის შემდეგ აუცილებლად შეინახეთ მაცივარში (+2°C – +8°C).
გამოყენება
როგორც წესი, გამოიყენება ინსულინის ნემსით კანქვეშ (მუცლის არეში).
